The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ორჯონიკიძე

ზურაბ ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983-1987წწ. - ამავე უნივერსიტეტის ქირურგიული სტომატოლოგიური კათედრის ასპირანტი; 1987-1994წწ. - ქირურგიული სტომატოლოგიური კათედრის ასისტენტი; 1994-2004წწ. - ქირურგიული სტომატოლოგიური კათედრის დოცენტი; 2004-2006წწ. - ქირურგიული სტომატოლოგიური კათედრის პროფესორი; 1993-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფ. ალ. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის დირექტორი; 2005 წლიდან - სტომატოლოგიის კლინიკის და სასწავლო-კვლევითი ცენტრის შპს "უნიდენტი“-ს დირექტორი. საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული 31 სამეცნიერო სტატიის, შრომის ავტორი; 30-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო ფორუმის მონაწილე. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქირურგიული საკერავი ძაფის "ფიბროსიმის" გამოყენება ყბა–სახის ქირურგიაში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პაროდონტის ანთებით-დესტრუქციულ დაავადებათა მკურნალობის ძირითადი ასპექტები (კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევა)", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.231; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.358; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცის, წევრი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი)

გააზიარე: