The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ბადრიძე

ქეთევან ბადრიძე
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1993 წელს(საფორტეპიანო).

დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში", რომელიც დაამთავრა 1988 წელს; 1994 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ნ. გაბუნიას ასისტენტ–სტაჟიორი, 2000 წლიდან სწავლა განაგრძო აშშ, ინდიანას უნივერსიტეტში, ლ. თორაძის სტუდიაში, 2004 წლიდან ლ. თორაძის ასისტენტი, 2010 წლიდან პროფესორი; მის რეპერტუარშია: ნ. გაბუნია "საბავშვო პიესები დიდებისათვის", რ. ლაღიძე რონდო–ტოკატა; ასევე: ბახი, ვენის კლასიკოსები, შოპენი, ლისტი, კონცერტები – მოცარტის c-moll, ბეთჰოვენის N4(თხზ. 58), შუმანის, შოპენის N2(თხზ. 21), ჩაიკოვსკის N1(თხზ. 23), შოსონის კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისატვის, შუმანის "კრეისლერიანა"(თხზ. 16), რაველის "ღამის გასპარი"; ლაურეატია(ცინცინატის, ახალი ორლეანის, პიანისტების საერთაშორისო კონკურსების აშშ); ამჟამად ეწევა ნაყოფიერ შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ლ. თორაძის სტუდიასთან ერთად(აშშ), მონაწილეობს ევროპისა და აშშ სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - რადფორდის კონკურსი-ფესტივალი(აშშ), I პრემია
  • 1995 - საქართველოს საერთაშორისო I კონკურსი, II პრემია, "მაყურებლის სიმპათია" მოცარტის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის
  • ქალაქ ნიუ–პორტის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი(უელსი, დიდი ბრიტანეთი), II პრემია

გააზიარე: