The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისკარი ბალანჩივაძე

დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1959 წელს.

1956-1957წწ. სტაჟირება გაიარა მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს თეატრში; 1959-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, ჯერ ასრულებდა ტექნიკურ ვარიაციებსა და "პა-დე-ტრუას" ყველა ბალეტში, შემდეგ კი წამყვან პარტიებს; 1971-1972წწ. მეცადინეობდა მოსკოვის ცნობილ ბალერინა მ. სემიონოვასთან; 1979-1980წწ. იყო საქართველოს კამერული მუსიკალური ცენტრის(დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯ. ბალანჩივაძე) მოცეკვავე და დამდგმელი ქორეოგრაფი; 1991 წელ დაამთავრა მოსკოვის ორწლიანი საბალეტო პედაგოგიური კურსები; 1989-1995წწ. იყო ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი; მის რეპერტუარში იყო: კეთილი ფერია(გრ. კილაძე "სინათლე"), ირემა(დ. თორაძე "გორდა"), ოფელია(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), მანდილოსანი(ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნო"), დაირა, მანიჟე(ა. ბალანჩივაძე "მწირი", "მთების გული"), ჯულიეტა(პ. ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტა"), ასევე: ქალი(ბახი "პასაკალია"), ჟიზელი(ადანი "ჟიზელი"), სვანილდა(დელიბი "კოპელია"), ნიკია, ჩელიტა(მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), მარია(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), ჯულიეტა(პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ადაჯო, მაშას ვარიაცია(პ. ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"); მოსკოვის დიდი თეატრის დასთან ერთად შემოიარა: კანადა, ბრაზილია, საგაატროლო ტურნე: იაპონია, საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: