The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა პაპავა

დაბადების თარიღი:27 მაისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1980-1984წწ. თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის თვალის სნეულებათა პედაგოგი; 1984-1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა და საავტორო მოწმობის "ახლომხედველობის ქირურგიული მკურნალობის მეთოდი"(№15549110, 1989). ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო თემების მომზადებას. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეფრაქციის შემასუსტებელი ოპერაცია ლიმბოსკლეროტომია", დაიცვა 1992 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.232

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: