შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ პაპიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ.თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982-1984წწ. იყო რუსთავის საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი; 1984-1985წწ. თბილისის მე-2 სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი; 1985-1990წწ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 4 სამეცნიერო ნაშრომისა ჰემისტაზიოლოგიის საკითხებზე. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდარო დისერტაციის თემა - "თრომბოციტოპენიური პურპურის განვითარების რისკის ფაქტორები და დისპანსერული გამოვლენის პრინციპები", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.232
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |