The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან დოლიძე

დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიოს უფროსად; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად; 1993 წლიდან არის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი მეცნიერული რედაქციის სამხედრო სექციის თავმჯდომარე; აფხაზეთში კომფლიკტის დაწყებისთანავე დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენლად ინფორმაციის დარგში; 1959 წლიდან მისი მასალები იბეჭდებოდა სსრკ ცენტრალურ, რესპუბლიკურ და უცხოეთის ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში; რეპორტაჟები გადაიცემოდა ტელევიზიითა და რადიოთი; ერთ-ერთმა პირველმა გააშუქა მოვლენები აფხაზეთის ცხელი წერტილებიდან; ავტორია 5000-მეტი სტატიის, ბუკლეტების, წიგნების - "მხედართუფროსები საქართველოდან" (1986), "70 წელი სცენაზე" (1999), "გენერალისიმუსი, მარშლები, გენერლები, ადმირალები - ჩვენი თანამემამულენი" (2000); 2003 წელს გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი - "გენერლები საქართველოდან", რომელიც მოიცავს საქართველოს გენერალიტეტის 300 წლოვან პერიოდს და ასახავს 1000-ზე მეტ გენერლის ბიოგრაფიას; სამხედრო ჟურნალისტი და მკვლევარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.475; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.238

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 1975 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: