Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერმილე შარაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი. ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის დამთვრების შემდეგ შევიდა ხონის საოსტატო სემინარიაში. ამ სასწავლებლის სრული კურსი ვერ დაამთავრა. სემინარიის დირექტორთან კონფლიქტის გამო, იძულებული იყო სემინარია ბოლო კურსიდან დაეტოვებინა. 1888 წელს ჩააბარა გამოცდა საქალაქო და სამრევლო სკოლების მასწავლებლობის უფლებაზე და მუშაობა დაიწყო ზუგდიდის მაზრაში. მუშაობდა ჯერ სოფელ კორცხელში, შემდეგ წალენჯიხაში, და ბოლოს, ზუგდიდის საქალაქო სასწავლებელში. სოფელ კორცხელში მისი მასწავლებლობის დროს, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით აგებულ იქნა სკოლის ის შენობა, რომელიც დღემდე არსებობს. სოფელ წალენჯიხაში მასწავლებლობის პერიოდში იქაც ააგებინა ახალი სასკოლო შენობა. 1891-1898წწ. მნიშვნელოვანი მუშაობა აქვს ჩატარებული ზუგდიდის საქალაქო სკოლაში. 1899 წელს მშობლიურ სოფელ დაბლაციხეში დაბრუნდა. აქ თავის ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად გახსნა ორკლასიანი კერძო სასწავლებელი, რომელსაც ძმები თვითონ ინახავდნენ. 1903 წელს იგი ბათუმის მეორე ქართული სკოლის გამგედ მიიწვიეს. ბათუმში მან მნიშვნელოვანი სამუშო ჩაატარა არა მარტო სკოლაში, არამედ აჭარის მოსახლეობაშიც. ის ფართო აგიტაციას ატარებდა აჭარელთა შორის ეროვნული თვითშეგნების დასანერგად და მათი კულტურის დონის ასამაღლებლად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ორი ათული წელი იმუშავა საბჭოთა სკოლაში. უკანასკნელ ხანებში ის თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. მის კალამს ეკუთვნის ორი პიესა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.105; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |