შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე პაპიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ორჯონიკიძე(ჩრდილოეთ ოსეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1973 წელს იყო მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1973-1977წწ. მოსკოვის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი და ასპირანტი; 1978-1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1984-1990წწ. ასისტენტი, 1990 წლიდან დოცენტი. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სამშობიარო მოქმედების რეგულირებას, ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ულტრაბგერით დიაგნოსტიკას. 1991 წელს რუსულ ენაზე გამოსცა მონოგრაფია: "Ультразвуковая диагностика в акушерстве и гинекологии"(გამომცემლობა "საქართველო", 1997). მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მშობიარობის რეგულაცია და გაუტკივარება ელექტროანალგეზიის გამოყენებით", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.232 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |