The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ შარაშიძე

მიხეილ შარაშიძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1864
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1930  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ინტაბუეთი, ოზურგეთის რაიონი. 

სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. დაამთავრა ფოთის ექვსგანყოფილებიანი სასწავლებელი 1883 წელს. 1885 წელს იგი მოეწყო თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გააგზავნეს ჩრდილო კავკასიაში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო უარი თქვა იქ წასვლაზე და რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდა კერძო მასწავლებლობას; 1889 წელს დანიშნეს მასწავლებლად თბილისში ერ-აკოპოვის კერძო პანსიონში; ერთი წლის შემდეგ გადაიყვანეს თბილისის მაზრის სოფელ თელოვანის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის 1891 წლის 10 იანვრის სხდომაზე გადაწყდა მისი ბათუმში გაგზავნა ამავე საზოგადოების მიერ გახსნილი პირველი ქართული სკოლის გამგის თანამდებობაზე. მისი პედაგოგიური მოღვაწეობა მარტო სკოლით არ შემოიფარგლებოდა. იგი მოსახლეობაში ავრცელებდა ქართულ წიგნებს, ატარებდა საუბრებს, ეცობოდა ადათ-ჩვევებს, მოუთხრობდა საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან მომენტებს. ბათუმის პირველ ქართულ სკოლაში იგი 1890 წლამდე მუშაობდა; 1893 წლიდან იგი გადაიყვანეს ძველი სენაკის პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1899 წლიდან კვლავ ბათუმში დაბრუნდა ლებედევის კერძო პანსიონის მასწავლებლად; ამ დროიდან იგი ბათუმში მოღვაწეობდა 1911 წლამდე; 1911 წლიდან სამუშოდ გადავიდა ქობულეთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ; შემდეგ იგი გადაიყვანეს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის და უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად; 1919 წელს იგი ქობულეთში დაბრუნდა უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ; 1922 წლიდან მუშაობდა ბათუმის ქალთა უმაღლესი სასწავლებლის (შემდგომში მესამე საბჭოთა სკოლა) გამგედ.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/170-sharashidze-mi

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ბათუმის განყოფილების წევრი (1910-1912)

გააზიარე: