The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამბროსი პერტია

ამბროსი პერტია
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1992 წელს.

1992-1993წწ. იყო უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1993 წელს - ბათუმის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-უროლოგი; 1993-1995წწ. - უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1995 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება შარდის ბუშტის ინვაზიური კიბოს მკურნალობის საკითხებს. უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ლაპარასკოპიული სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. ექიმი-ონკო-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მამაკაცებში შარდის ბუშტის კიბოს შარდსადენ მილში გავრცობისა და ურეთრექტომიის საკითხისათვის", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა: "თირკმელუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა და პროგნოზირების აქტუალური საკითხები", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.233; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.360; we4hospitals.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი (1996-)

გააზიარე: