The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ დოლიძე

ნოდარ დოლიძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 2001  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს.

მუშაობა დაიწყო სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანის" ქირურგად; 1962-1968წწ. მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1979 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, იმავდროულად საქართველოს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგიული სტაციონარის ხელმძღვანელი; 1995 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის "საქართველოს" ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე; მისი თაოსნობით შემუშავებული და დანერგილია ჩირქოვანი სეფსისის მკურნალობის ახალი მეთოდები: ავადმყოფის სისხლის გაფილტვრა ღორის ცოცხალ ელენთაში გავლით, ავადმყოფის სისხლის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.476; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.89

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამამულო ქირურგიის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: