The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1846
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1918  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოქვის ტაძარი, ოჩამჩირეს რაიონი, აფხაზეთი
კატეგორია:დრამატურგი, პოეტი, პუბლიცისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შარვაშიძის ვაჟი. აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე. ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს; წერდა აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე; იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე; მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის. 1847 წელს მიენიჭა პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის პრაპორშჩიკის წოდება; 1863 წელს გახდა კავკასიის ჯარების სარდლის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ადიუტანტი; 1866 წელს აფხაზეთში დიდმა აჯანყებამ იფეთქა, იმავე წლის აგვისტოში რუსებმა, აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, რასაც აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში. ამ მოვლენას ისტორიოგრაფია "მუჰაჯირობის" სახელით იცნობს. გიორგი რუსეთში, ორენბურგში გადაასახლეს კავკასიაში დაბრუნების უფლების გარეშე; რუსეთში გადასახლებისას მსახურობდა ორენბურგის კაზაკთა პოლკში, ოდესის სამხედრო ოლქში; 1872-1875წწ. გადადგა სამხედრო სამსახურიდან; 9 წლის შემდეგ, იგი ცნეს უდანაშაულოდ და მისცეს გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების უფლება, მაგრამ აფხაზეთში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა 1905 წლამდე; 1875 წელს საიმპერატორო ბრძანებულებით შეუნარჩუნდა უბრწყინვალესი თავადის ტიტული; 1875 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად; 1876 წლიდან იყო ჰუსართა პოლკის ლეიბ-გვარდიის შტაბს-როტმისტრი; 1879 წლიდან ფლიგელ-ადიუტანტი; 1880-1881წწ. იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ამალის წევრი; 1887 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს; მშობლიურ ქალაქში, სოხუმში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1905 წელს მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში. იყო პირველი ეროვნებით აფხაზი მწერალი, რომელიც უპირატესად წერდა ქართულად; მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.688

ბიბლიოგრაფია

  • თხზულებანი (ავტორი) // ტ. 1: პოეზია, დრამატურგია, პუბლიცისტიკა. - ქუთაისი, შპს "მანდარიას სტამბა", 2006. - 343გვ.. - ISBN: 99940-918-1-6
  • თხზულებანი (ავტორი). - ქუთაისი, შპს "მანდარიას სტამბა", 2006. - 283გვ.. - ISBN: 99940-918-7-5
  • ლირიკა. ეპოსი. დრამა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1985. - 240გვ.
  • გიორგი მესამე : ისტორიული დრამა 4 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1948. - 55გვ.
  • მომაკვდავნი სურათნი : კომედია ოთხს მოქმედებად. მიბაძვა. (ავტორი). - ქუთაისი, გამოც. ილია ჭყონიას-მიერ, 1882. - 85გვ.

გააზიარე: