შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლღა დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1920 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა დიდუბის რკინიგზის კლუბში; გამოდიოდა აგრეთვე ავჭალის აუდიტორიისა და თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბის წარმოდგენებში; 1921-1923წწ. ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1932-1936წწ. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1936-1944წწ. კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1931 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე; კონცერტებს მართავდა როგორც საქართველოში, ისე სსრკ სხვა ქალაქებში; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში; თეატრებში შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ფოფოდია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მარიკა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), პარასკევა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), მიქაელა (გ. მდივნის "ალკაზარი"), ბიჭუნა (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ესტრადისა და თეატრის მსახიობი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.476 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |