შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიკა პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1988წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1988-1991წწ. მორფოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1990-1999წწ. ბავშვთა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგი, 1997 წლიდან ულტრასონოგრაფიის სპეციალისტია. არის 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბავშვთა ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდარო დისერტაციის თემა - "ვირთაგვების ნათხემის ულტრასტრუქტურა მწვავე და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.233
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |