The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა პეტრიაშვილი

დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1988წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1988-1991წწ. მორფოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1990-1999წწ. ბავშვთა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგი, 1997 წლიდან ულტრასონოგრაფიის სპეციალისტია. არის 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბავშვთა ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდარო დისერტაციის თემა - "ვირთაგვების ნათხემის ულტრასტრუქტურა მწვავე და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.233


გააზიარე: