შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1966-1968წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტი; 1968-1977წწ. ბიოქიმიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1986წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ცილოვან, ლიპიდურ ნახშირწყლოვან, მინერალურ, ფერმენტულ ცვლას უშვილო ქალებში, მამაკაცებში და სქესობრივი მომწიფების დარღვევების მქონე მოზარდებში.მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი პუბერტატულ-საყმაწვილო დისპიტუიტარიზმის დროს", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.234
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |