Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გალინა ბანდურა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებელი 1975 წელს (სავიოლინო კლასი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1980 წელს. 1978-1991წწ. იყო თბილისის კამერული ორკესტრის (კამერატის) კონცერტმეისტერი და ამავე ორკესტრის ცნობილი დირიჟორის, კომპოზიტორისა და პედაგოგის შავლეგ შილაკაძის მოადგილე; 1994-1997წწ. იყო საქართველოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი; 1994–1998წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის "თბილისის კამერული ორკესტრის" სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1997–2000წწ. თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი; 2000–2005წწ. საქართველოს სახელმწიფო ტრიოს წევრი და ხელმძღვანელი; 2000 წელს დაარსდა ტრიო "ბრავო": გ. ბანდურა (ვიოლინო), ა. დანელიანი (ალტი), ა. ოგანოვი (ფორტეპიანო), ტრიოს რეპერტუარში შესულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკა და მოიცავს შედევრებს ადრეული რენესანსის ეპოქიდან თანამედროვე კლასიკური მუსიკის ჩათვლით; 2005 წლიდან იყო "კავკასიის კამერული ორკესტრის" სოლისტი, კონცერტმაისტერი, დირიჟორი, ასისტენტი; ის არის მრავალი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების პირველი შემსრულებელი, მათ შორის: ბ. ტუღუში სავიოლინო სონატა (2002, პირველი შესრულება), რ. ქარუხნიშვილი "მუსიკა" გოგონათა გუნდისა და სოლო ვიოლინოსათვის (2003, პირველი შესრულება), ფ. ღლონტი სიმფონია-კონცერტანტე ვიოლინოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (2008, პირველი შესრულება); გასტროლებით იმოგზაურა: სომხეთი, ესპანეთი, ბელგია, შვეიცარია, იტალია, ჰოლანდია, საფრანგეთი, გერმანია; საქართველოში მოღვაწე უკრაინელი მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 63 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |