The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია პირმისაშვილი

დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1975წწ. იყო რესპუბლიკური რენტგენო-რადიოლოგიური სადგურის ექიმი-ინტერნი; 1975-1978წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რენტგენო-რადიოლოგიური განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სხივური მეთოდების დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს. რადიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის ასისტენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რადიოპულმონოგრაფია ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების ავტომატიზებული სისტემის ზოგიერთი დაავდებების დროს", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.234

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: