The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ასტახიშვილი

რევაზ ასტახიშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 2014  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს(საფორტეპიანო).

1960–2014წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის მუსიკალური გიმნაზიის("ნიჭიერთა ათწლედი") პედაგოგი; საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი, საქართველოს სახელმწიფო ტრიოს წევრი(რ. ასტახიშვილი ფორტეპიანო, გ. ოქროპირიძე ვიოლინო, ი. ჭეიშვილი ვიოლონჩელო); მის რეპერტუარში იყო: ქ. თუმანიშვილის საფორტეპიანო კონცერტი N2(1952), ფ. ღლონტის საფორტეპიანო კონცერტი N1(1954), ს. ნასიძის საფორტეპიანო ტრიო(1970, პირველი შესრულება თბილისში), ნ. გუდიაშვილის სამმაგი კონცერტი(1964), ტ. ბაქრაძის პიესები საფორტეპიანო ტრიოსათვის, ასევე ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1948 - ფრედერიკ შოპენის სახელობის სტუდენტთა კონკურსი(თბილისი), I და II პრემია

გააზიარე: