The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიკო დოლიძე

სიკო დოლიძე
ოფიციალური სახელი:სიმონ დოლიძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1903
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 1983  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1925 წელს.

1925 წლიდან დაიწყო მუშაობა "სახკინმრეწვში" თავდაპირველად რეჟისორ ასისტენტად, შემდეგ მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამდგმელ რეჟისორად; 1928 წელს ჩამოაყალიბა კინოქრონიკის სექტორი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა; გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "მიურსალის გარღვევა", "ოქტომბრის მე-12 წელი", "მიწის ძახილი"(ყველა 1929), "საბჭოთა ცეილონი"(1930), "ფშავეთი"(1932), "სახელოვანი გზა"(1946); მის მიერ შექმნილი მხატვრული ფილმები: "ზვავთა მხარეში"(1931), "უკანასკნელი ჯვაროსნები"(1935), "დარიკო"(1936), "მეგობრობა"(1940), "ჯურღაის ფარი"(1944), "ჭრიჭინა"(1954), "ეთერის სიმღერა"(1956), "ფატიმა"(1958), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"(1959), "პალიასტომი"(1963), "ქალაქი ადრე იღვიძებს"(1967); დაწერა სცენარები მულტფილმებისათვის: "ჩხიკვთა ქორწილი"(1957), "სათაგური"(1965), "ბულბულის იუბილე"(1978); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, კინორეჟისორი და კინოდრამატურგი. ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.476

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, თავმჯომარე (1957-1976)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია (დ. რონდელთან ერთად)
    მხატვრული ფილმისათვის "ჯურღაის ფარი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: