შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ბარბიერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გენუა. 1851 წელს ბარბიერიმ პირველმა ჩამოიყვანა თბილისში იტალიური საოპერო დასი; ის იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინტრეპრენიორი, 1901–1902წწ. დირიჟორი; მისი დირიჟორობით გაიმართა თბილისში(მთლიანად ამიერკავკასიაში), ქარვასლის თეატრში(ახლანდელ თავისუფლების, მაშინდელ ერევნის მოედანზე), პირველი საოპერო დადგმა – გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"(1851); ის მოღვაწეობდა ვენაში, ბერლინში, დრეზდენში, ჰამბურგში, რიო–დეჟანეიროში, ბუდაპეშტში; 1862–1867წწ. იყო ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის დირექტორი; მისი ქმნილებებია: 5 ოპერა, მათ შორის: "ქრისტეფორე კოლუმბი"(1848, ბერლინი), "არაბელა"(1862, ბუდაპეშტი), "პერდიტა, ანუ ზამთრის ზღაპარი"(1865, პრაღა), მესები, საორკესტრო უვერტიურები, იტალიური და გერმანული სიმღერები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 65
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |