The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ბარბიერი

დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1822
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 1867  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გენუა.

1851 წელს ბარბიერიმ პირველმა ჩამოიყვანა თბილისში იტალიური საოპერო დასი; ის იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინტრეპრენიორი, 1901–1902წწ. დირიჟორი; მისი დირიჟორობით გაიმართა თბილისში(მთლიანად ამიერკავკასიაში), ქარვასლის თეატრში(ახლანდელ თავისუფლების, მაშინდელ ერევნის მოედანზე), პირველი საოპერო დადგმა – გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"(1851); ის მოღვაწეობდა ვენაში, ბერლინში, დრეზდენში, ჰამბურგში, რიო–დეჟანეიროში, ბუდაპეშტში; 1862–1867წწ. იყო  ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის დირექტორი; მისი ქმნილებებია: 5 ოპერა, მათ შორის: "ქრისტეფორე კოლუმბი"(1848, ბერლინი), "არაბელა"(1862, ბუდაპეშტი), "პერდიტა, ანუ ზამთრის ზღაპარი"(1865, პრაღა), მესები, საორკესტრო უვერტიურები, იტალიური და გერმანული სიმღერები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 65




გააზიარე: