The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა პირტახია

დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს.

1961-1967წწ. იყო კასპის რაიონის პედიატრი; 1968-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ბავშვთა სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1970-1974წწ. ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ორდინატორი; 1974-1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის ასისტენტი და სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის. ხელმძღვანელობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის პედაგოგიურ საქმიანობას. თანაავტორია სახელმძღვანელოსი: "პედიატრია" (1995; 1988). პედიატრი, 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.234

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აბორტის საწინააღმდეგო ასოციაცია, წევრი
  • თბილისის პედიატრთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: