შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჟვანია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1965წწ. იყო ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" ექიმი-ორდინატორი; 1966-1990წწ. უროლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1998წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება პიელონეფრიტის ეტიო-პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხებს. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გლუკოკორტიკოიდული და იმუნური უკმარისობის კორექცია ქრონიკული პიელონეფრიტის დროს", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.236; საქართველოს უროლოგთა ასოციაცია: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |