The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჟვანია

თეიმურაზ ჟვანია
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1955
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 2022  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1981წწ. იყო თბილისის მე-14 პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი; 1981-1983წწ. ბავშვთა მე-5 საავადმყოფოს ქირურგი-ორდინატორი; 1983-1985წწ. სწავლობდა მოსკოვის ბაკულევის სახელობის კარდიოქირურგიული ცენტრის კლინიკურ ორდინატურაში; 1985-1989წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1990-1995წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა კლინიკის ქირურგიის კათედრაზე. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის; გამოცემული აქვს 5 მონოგრაფია. ბავშვთა–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომპლექსური მკურნალობა და თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები ლეკ-კალვე-პერტესის დაავადების დროს ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.236

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავშვთა ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • ექიმთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: