The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ჟვანია

Date of birth:15 November, 1942  (81 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრული ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1967წწ. იყო მოსკოვის ი. ვ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კლინიკის სტაჟიორი; 1967-1970წწ. ასპირანტი; 1971-1977წწ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კლინიკის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1987წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის პროფესორი; 1994 წლიდან კათედრის გამგე. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს მონოგრაფიები. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დერმატომოზიტის კლინიკა და მიმდინარეობა ბავშვებში", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება შემაერთებელი ქსოვილის დიფუზიური დაზიანების დროს ბავშვებში", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.236; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: