The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ რიჟვაძე

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1944  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1971 წელს.

1968-1971წწ. იყო ცელინოგრადის ოლქის(ყაზახეთი) მთავარი პედიატრი; 1971-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1975-1991წწ. ასისტენტი, 1991 წლიდან დოცენტი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რევმატოლოგიას, ფსიქოსომატიკას, იმუნოლოგიას. 7 ნაშრომი გამოქვეყნებულია  უცხოეთში. არის ავტორი და თანაავტორი სახელმძღვანელოებისა: "გადაუდებელი მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში", "პედიატრია", (სახელმძღვანელო კოლეჯის სტუდენტებისათვის), "პედიატრია",(თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის). ხელმძღვანელობს ბავშვთა განყოფილების სამკურნალო საქმეს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატიზმის პათოგენეზისა და კლინიკურ თავისებურებათა პარამეტრები ბავშვთა ასაკში ფიქსირებული განწყობის გათვალისწინებით ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.240

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: