The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ რევიშვილი

დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1961წწ. იყო მარნეულის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1961 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულის და ფილტვების პათოლოგიას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კათეტერიზაცია და კონტრასტული გამოკვლევა გულის და ფილტვის პათოლოგიის დროს".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.240

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: