The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია ჟღენტი

დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1958-1975წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975 წლიდან ამავე ინსტიტუტის ფუნქციური კვლევის მეთოდების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მეთოდური რეკომენდაციისა. კარდიოლოგიის ინსტიტუტის ფუნქციური კვლევის მეთოდების ლაბორატორიაში მისი ხელმძღვანელობით ისწავლებოდა ჰემოდის მაჩვენებლის განსაზღვრის მეთოდები. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის ზოგიერთი თავისებურებანი გულის რთული მიტრალური მანკების დროს", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.237

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - შრომის ვეტერანი
  • საპატიო სიგელი, კარდიოლოგიის ინსტიტუტის 50 წლისთავთან დაკავშირებით

გააზიარე: