შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე რაზმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1992წწ. იყო მოსკოვის ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის №1 თერაპიის კათედრის ორდინატორი და ასპირანტი, ბაზა-ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს IV კარდიოლოგიური განყოფილება. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით იშემიური ცვლილებების დიაგნოსტიკას, ექოკარდიოგრაფიის როლის გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დიაგნოსტიკაში, კალციუმის ანტაგონისტების გავლენას დიასტოლურ ფუნქციაზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იშემიური ცვლილებები სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით და ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტის ანალიზი", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |