The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მარინე რაზმაძე

დაბადების თარიღი:8 მაისი, 1963  (54 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1992წწ. იყო მოსკოვის ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის №1 თერაპიის კათედრის ორდინატორი და ასპირანტი, ბაზა-ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს IV  კარდიოლოგიური განყოფილება. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით იშემიური ცვლილებების დიაგნოსტიკას, ექოკარდიოგრაფიის როლის გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დიაგნოსტიკაში, კალციუმის ანტაგონისტების გავლენას დიასტოლურ ფუნქციაზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იშემიური ცვლილებები სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით და ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტის ანალიზი", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.238


გააზიარე: