The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი)

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1556-1560წწ.  კათოლიკოსად დაადგინა ქართლის მეფე სიმონ I-მა; იგი ხელდასხმიდანვე ენერგიულად შეუდგა მცხეთის საპატრიარქოს ეკონომიური მგდომარეობის მოწესრიგებას, გააფართოვა მისი მამულები; მის სახელთან არის დაკავშირებული კახეთის სამეფოს ეკლესიური სეპარატიზმის მორიგი მცდელობის აღკვეცა, რასაც ადასტურებს 1556-1560წწ-ით დათარიღებული ამბა-ალავერდელისა და კახი ეპისკოპოსების ერთგულების წიგნი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.478


გააზიარე: