The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი II (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი)

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1595-1610წწ. მისი ინიციატივით 1595 წელს მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნდა დიდი მამულები, რომლებიც ადრე საერთო ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული; მისი კათოლიკოსობის დროს ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს სოფელი არბო გლეხებითურთ, კახთა მეფე ალექსანდრე II-ს გარსევან ანდრონიკაშვილისათვის ჩამორთმეული სოფლები - ჯიბათი და ღანუხი გლეხებითურთ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.478


გააზიარე: