The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელიტონ ჩოგოვაძე

მელიტონ ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1867
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1910  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანოჯა, ქუთაისის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1885 წელს და გაემგზავრა თბილისში სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად, რომელიც დაამთავრა 1891 წელს; როგორც პირველი მოსწავლე, გაგზავნილ იქნა კიევის სასულიერო აკადემიაში.  კიევის სასულიერო აკადემია დაამთავრა 1895 წელს, დაბრუნდა საქართველოში და მასწავლებლად დაიწყო მუშობა სოფელ ბანოჯის სამრევლო სკოლაში, რომლის დაარსებაც მის სახელთან არის დაკავშირებული; იბრძოდა საქართველოს სკოლებში ქართული ენის აღსადგენად, ამის გამო იგი 1904 წელს გაათავისუფლეს სამსახურიდან; 1896 წლიდან იგი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე იყო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, იმავე წლიდან რამდენიმე გაკვეთილი ჰქონდა ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში; ქუთაისის სასულიერო სემინარიის გაუქმების შემდეგ(1905), იგი დატოვეს იმ მცირე გაკვეთილებზე, რომლებიც ეპარქიალურ სასწავლებელში ჰქონდა; 1905 წლიდან დაინიშნა ქუთისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, რამდენიმე წელიწადს ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, აგრეთვე, აძლევდა კერძო გაკვეთილებს. ფართო ასპარეზი შეექმნა ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეში, როცა ის საეპარქიო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს; დიდი შრომა გასწია, რომ სასწავლებელი რვაკლასიანი გამხდარიყო, 1905 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა ქუთაისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის გადაკეთების პროექტი; ფრანგულიდან თარგმნა სენ-მარტენის "მოკლე ისტორია სომხეთისა"; მის კალამს ეკუთვნის მრავალი წერილი, რომლებსაც ათავსებდა სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/36-chogovadze


გააზიარე: