შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დომენტი III (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი)![]()
ბიოგრაფიააღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი 1660-1676წწ., ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე; იყო ქართლის მეფის ვახტანგ V-ის ცენტრალისტური პოლიტიკის მიმდევარი; ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ; მაჰმადიანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ, ცდილობდა ქართული ქრისტიანული ჩვეულებების აღდგენას; 1664 წელს თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის კარედი ხატი და თბილისის საპატრიარქო ეკლესიაში ანჩისხატში დაასვენა, რომელიც შემდგომ შეაკეათა და განაახლა; 1675 წელს ააგო ახალი სამრეკლოც; მის სახელს უკავშირდება მჭადიჯვრის ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიის აგება; სვეტიცხოვლისათვის შეიძინა ყმა-მამული და შესწირა მას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.478
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |