The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი III (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი)

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1676
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი 1660-1676წწ., ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე; იყო ქართლის მეფის ვახტანგ V-ის ცენტრალისტური პოლიტიკის მიმდევარი; ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ; მაჰმადიანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ, ცდილობდა ქართული ქრისტიანული ჩვეულებების აღდგენას; 1664 წელს თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის კარედი ხატი და თბილისის საპატრიარქო ეკლესიაში ანჩისხატში დაასვენა, რომელიც შემდგომ შეაკეათა და განაახლა; 1675 წელს ააგო ახალი სამრეკლოც; მის სახელს უკავშირდება მჭადიჯვრის ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიის აგება; სვეტიცხოვლისათვის შეიძინა ყმა-მამული და შესწირა მას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.478


გააზიარე: