შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულნარა რასულზადე-კვანჭახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1961წწ. იყო მოსკოვის ოლქის ქ. კაშიროს ექიმი-თერაპევტი; 1961-1972წწ. შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და შრომის ჰიგიენისა და მიკროკლიმატის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შრომის ჰიგიენის, ფიზიოლოგიის და საწარმოო მიკროკლიმატურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა თამბაქოსა და აბრეშუმის წარმოებაში მეთოდური რეკომენდაციები. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსულის საქართველოში (1919-1921), თბილისში აზერბაიჯანული თეატრისა და გაზეთის დამფუძნებელის მირზა დავუდ რასულზადეს შვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეჩაიეთა თერმორეგულაციის თავისებურებანი ჩაის მექანიზირებული და ხელით კრეფის დროს სუბტროპიკული კლიმატის პირობებში", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.238 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |