The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა რასულზადე-კვანჭახაძე

ოფიციალური სახელი:გულნარა რასულზადე
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 2016  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1958-1961წწ. იყო მოსკოვის ოლქის ქ. კაშიროს ექიმი-თერაპევტი; 1961-1972წწ. შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და შრომის ჰიგიენისა და მიკროკლიმატის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შრომის ჰიგიენის, ფიზიოლოგიის და საწარმოო მიკროკლიმატურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა თამბაქოსა და აბრეშუმის წარმოებაში მეთოდური რეკომენდაციები. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსულის საქართველოში (1919-1921), თბილისში აზერბაიჯანული თეატრისა და გაზეთის დამფუძნებელის მირზა დავუდ რასულზადეს შვილი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეჩაიეთა თერმორეგულაციის თავისებურებანი ჩაის მექანიზირებული და ხელით კრეფის დროს სუბტროპიკული კლიმატის პირობებში", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.238

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • შრომის ფიზიოლოგიისა და მიკროკლიმატის სექცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1982 - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საპატიო ჯილდო
  • 1967 - შრომის ვეტერანი

გააზიარე: