The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენიკე მუღაშაშვილი (პატრი)

დომენიკე მუღაშაშვილი
ოფიციალური სახელი:დომენიკე პაწაძე
სხვა სახელი:დომენიკე მუღაშვილი
პ.დ.მუღაშოვი-პაწაძე
პაწაძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 1911
დაკრძალვის ადგილი:ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის ეზო, ქ. გორი
კატეგორია:მთარგმნელი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დომინიკემ პირველდაწყებითი განათლება ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან, ი. გვარამაძესთან მიიღო; დაამთავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან პ. ხარისჭარაშვილის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარია 1890 წელს.

ეწეოდა სასულიერო მოღვაწეობას თბილისში, გორში; იბრძოდა მესხეთის ქართველ კათოლიკეთა ეროვნულობის შესანარჩუნებლად; 1906 წელს თბილისში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ქართველ კათოლიკეთა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა"; არის ავტორი ნაშრომისა "შემოკლებული საღმთო ისტორია კათოლიკეთათვის დომინიკე მუღაშაშვილის მიერ"(ტფ., 1904); მან საკუთარი სახსრებით 25 ოჯახი მესხეთიდან გორის მაზრის სოფელ სკრასთან დაასახლა; ახალშენს უწოდეს ბეთლემი (ახლანდელი სოფელი ახალხიზა); 1911 წელს იგი მოკლეს; მისი წინაპრები მართმადიდებლები იყვნენ, ატარებდნენ პაწაძეების გვარს და ცხოვრობდნენ ახალციხეში, რაბათის მიდამოებში; XVII საუკუნეში თურქეთის მხრიდან დევნის გამო ისინი სოფელ ხიზაბავრაში დამკვიდრდნენ; იძულებით (გადარჩენის მიზნით) გვართან ერთად სარწმუნოებაც გამოიცვალეს და კათოლიკობა მიიღეს. დომინიკე ყაჩაღებმა მოკლეს სოფელ სკრაში (გორის რაიონი, ქართლი)

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.479

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: