შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1967წწ. იყო წალენჯიხის რაიონული პოლიკლინიკის თერაპევტი; 1967-1971წწ. ნევროპათოლოგი; 1971 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების ორდინატორი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საზღვარგარეთის ჟურნალებში. მიღებული აქვს საავტორო უფლება №18757-"აუტოალერგიის განსაზღვრის მეთოდი ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების დროს", 1973. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური წერილი "აუტოალერგიის განსაზღვრის მეთოდი ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების დროს", 1978. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "T და B იმუნური სისტემების ძირითადი მაჩვენებლების მდგომარეობა ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური წარმოშობის სეროზული მენინგიტების და პოლირადიკულონევრიტების დროს", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.238 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |