The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ რევაზიშვილი

თეიმურაზ რევაზიშვილი
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1943
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 2016  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1971წწ. იყო გორის სამშობიარო სახლის ექიმი-მეან-გინეკოლოგი; 1971-1973წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ლენინგრადის პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1973-1977წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკური კლინიკური ონკოლოგიური დისპანსერის გინეკოლოგიურ განყოფილებაში; 1977-1995წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი, 1995 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფ. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური გინეკოლოგიის განყოფილების გამგე. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა საშვილოსნოს ყელის, ტანისა და საშოს კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებზე. ონკოლოგ-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ყელის ტაკვის კიბოს პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.239

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კ. ვეფხვაძის სახელობის გინეკოლოგ-ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: