შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩუბინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1839 წელს. ერთი პერიოდი მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააზიო დეპარტამენტში, სადაც იგი მრავალ საარქივო მასალას გაეცნო; 1844 წელს იგი მიიწვიეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის დოცენტად; 1848 წელს გახდა ადიუნქტი; 1856 წლიდან ექსტრა-ორდინატორი პროფეროსი; 1859 წელს ორდინატორი პროფესორი; 1870 წლიდან დამსახურებული პროფესორი; ამ დროისათვის იგი მრავალი საყურადღებო შრომის ავტორი იყო; შექმნა მნიშვნელოვანი შრომები: ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, ქართულ-რუსული ლექსიკონი; გამოაქვეყნა "მოკლე ქართული გრამატიკა", რომელშიც ძირითადად მოცემულია ახალი ქართული ენის ანალიზი; დიდი შრომა გასწია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა-გამოცემაში; მონაწილეობდა ვეფხისტყაოსნის 1841 წლის გამოცემაში, დაურთო ლექსიკონი; 1842 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური კვლევა – "ქართული პოემის ვეფხისტყაოსნის შესახებ"; როგორც ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოს-არქეოლოგი ხშირად რედაქტორობდა რიგ მნიშვნელოვან გამოცემებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართლის ცხოვრების" სრულად აღდგენასა და აკადემიურ გამოცემაში; 1859 წელს მისი რედაქციით გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული "წიგნი სიბრძნე-სიცრუისა" და სხვ. კაპიტალური შრომების პარალელურად იგი წერდა მრავალ გამოკვლევას, საჟურნალო და საგაზეთო სტატიებს, იყო მუდმივი თანამშროელი რუსული და ქართული პერიოდული პრესისა; დიდი შრომა აქვს გაღებული ქართული ხელნაწერების შეგროვების სფეროში; თავისი წიგნთსაცავი "ქართველთ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" უანდერძა. ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე, პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი პროფესორი. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.555-556 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |