The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ რობაქიძე

დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი 1992 წელს.

1992-1994წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე(იმუნოლოგია, ვირუსოლოგია), 1994 წლიდან არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა მრავალპროფილური საავადმყოფოს ინფექციურ-ბოქსირებული განყოფილების თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიკრობთა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას. მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდარო დისერტაციის თემა - "მიკრობთა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავლენა ნეიტროფილების ფუნქციურ აქტივობაზე ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი გართულების დროს", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.238


გააზიარე: