The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა როინიშვილი

მანანა როინიშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1922  (101 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს.

1943-1945წწ. იყო სტალინირის(ცხინვალი) საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი, სისხლის გადასხმის სადგურის გამგე, საფერშლო-საბებიო ტექნიკუმის პედაგოგი, 1945-1951წწ. საოლქო პოლიკლინიკის ქირურგი, 1951-1960წწ. ექიმი-გინეკოლოგი, 1960 წლიდან თბილისის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. არის 12 სამეცნიერო ნაშრომი ავტორი. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მიღებული აქვს ქების სიგელები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემაში დარღვევები თამბაქოს ფაბრიკაში მომუშავე ქალთა შორის", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.241

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეან–გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: