The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ რუხაძე

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1926  (99 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1952წწ. იყო სოხუმის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი; 1952-1965წწ. თბილისის დედათა და ბავშვთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1965 წლიდან აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი მეან-გინეკოლოგი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მეან-გინეკოლოგიის აქტუალურ პრობლემებს. პირველი კატეგორიის ექიმი, მეან-გინეკოლოგი.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.242

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: