The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ბეგიჯანოვი

Date of birth:23 December, 1914
Date of death:1979  (at 64 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს(ისტორიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1936 წელს(სამეცნიერო-საკომპოზიციო).

1941 წელს გაიარა კვალიფიკაციის უმაღლესი კურსი ლენინგრადის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე; 1932-1936წწ. იყო თბილისის N8 და N9 მუსიკალური სკოლების პედაგოგი(თეორიული საგნები); 1934-1936წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის მუსიკალური განყოფილების რედაქტორი, 1939-1940წწ. ლენინგრადის რადიოკომიტეტის პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი, 1940-1941წწ. ლენინგრადის სახელმწიფო საესტრადო ანსამბლის რეპერტუარის რედაქტორი; 1941-1943წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე; 1943-1957წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პედაგოგი(რუსული მუსიკის ისტორია); 1957-1959წწ. იყო პეკინის, თიენძინის(ჩინეთი) კონსერვატორიის პედაგოგი; 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილსის კონსერვატორიის პედაგოგი, მუსიკისმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დ. არაყიშვილი და მისი საოპერო შემოქმედება", დაიცვა 1950 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 73


Share: