The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩქოტუა

დავით ჩქოტუა
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1849
გარდაცვ. თარიღი:1929  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ საბერიოს სასაფლაო, გალის რაიონი
კატეგორია:მკვლევარი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საბერიო, სამურზაყანო.

აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ერთადერთი ვაჟის, გიორგი შარვაშიძის ძიძიშვილი და ერთგული თანამებრძოლი. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაური გიმნაზია; 1869-1875წწ. სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, ხოლო შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. პეტერბურგში სწავლის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასთან"; იმ პერიოდში გიორგი შარვაშიძემ ჯვარი დაიწერა საქართველოს ყოფილი მეფისნაცვლის პირადი ექიმის ერასტ ანდრეევსკის ქალიშვილზე და მეუღლის მზითვად მიღებული მამულების სამართავად დავითი პეტერბურგიდან მოიწვია; დავითი თავის უმცროს ძმასთან, ნიკოლოზთან ერთად დაადანაშაულეს 1876 წლის 22 ივლისს მომხდარ ნინა ანდრეევსკაიას გატაცებასა და მკვლეოლბაში, საბოლოოდ მიუსაჯეს 20 წლიანი კატორღა; კატორღა სრულად მოიხადა და შემდეგ დასახლდა მშობლიურ სოფელ საბერიოში, სადაც მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა; დაინტერესებული იყო რუსთველოლოგიით; 1917 წელს, გადასახლებიდან დაბრუნებულმა, ზუგდიდში მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე წაიკითხა თავისი ცხოვრების მთავარი ნაშრომის ერთგვარი კონსპექტური მონახაზი, რომელშიც მან გამოამჟღავნა ქართული მწერლობის, მითოლოგიისა და კულტურის საფუძვლიანი ცოდნა; 1920 წელს ნაშრომის სრული ვარიანტი წარადგინა თბილისში, მსახიობთა კავშირში, სადაც იგი მოეწონათ და მისი დაბეჭდვა გადაწყვიტეს, მაგრამ მისი ხელნაწერი უგზო-უკვლოდ გაქრა. გადარჩა მხოლოდ ორი მცირე ფრაგმენტი, რომელიც აღმოჩნდა დავითის ძმისშვილის ოჯახში. მისი პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის სიმონ ჯანაშიას.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net


გააზიარე: