The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო ჩხეტია

სანდრო ჩხეტია
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჩხეტია
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1949  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კორცხელი, ზუგდიდის მაზრა.

დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია 1895 წელს და იმავე წელს სოფელ ქვალონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა; 1897 წელს გადაყვანილ იქნა სოფელ ხორგის ორკლასიან სკოლაში; გამოირკვა, რომ იგი თავის სკოლაში ქართულს გაშლილი პროგრამით ასწავლიდა  და თანაც ამ სწავლებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა; 1900 წელს იგი დააქვეითეს და გადაიყვანეს შორაპნის მაზრის ერთ-ერთ სკოლაში; საბოლოოდ იგი იძულებაული იყო მიეტოვებინა მთავრობის სკოლა და თავი ქუთაისს შეაფარა; აქ ის მოეწყო მასწავლებელ ე. მატარაძის კერძო სკოლაში უფროს მასწავლებლად; 1902 წელს იგი თვითონ ხსნის კერძო სასწავლებელს ქუთაისში და მასწავლებლებად იწვევს გამოჩენილ პედაგოგებს; აგრეთვე, 1903 წელს მისივე ინიციატივით ზუგდიდში ქალთა კერძო პროგიმნაზია გაიხსნა; ზუგდიდის მაშინდელ მაზრის უფროსს კეღმოვს ეს სკოლა რევოლუციონერთა ბუდედ მიაჩნდა და მის დახურვას მოითხოვდა; სკოლამ 1906 წლამდე იარსება; 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმული სანდრო 1906 წელს დააპატიმრეს და გიმნაზია დახურეს; 1908 წელს იგი ქუთისის საპატიმროდან სხვა პოლიტპატიმრებთან ერთდ გაიპარა და არალეგალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა; 1911 წელს იგი კვლავ შეიპყრეს, გაასამართლეს და მიუსაჯეს 4 წლის საკატორღო მუშაობა და შემდეგ ციმბირში - ირკუტსკის გუბერნიაში სამუდამო ცხოვრება; 1917 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა, თავის პროფესიას დაუბრუნდა და განაგრძობდა მუშაობას ზუგდიდის საშუალო სკოლებში; 1940 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან შეწყვიტა სკოლაში მუშაობა; დაწერა და საქართველოს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა თავისი ვრცელი მოგონებები, რომლებშიც ასახულია 1895-1920 წლებს შორის საქართველოს სინამდვილეში მომხდარი ამბები, აღწერილია სახალხო განათლების მაშინდელი მდგომარეობა და საზოგადოებრივი ცხოვრების ვითარება.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/35-chkhetia


გააზიარე: