Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი რობაქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოგნი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1947–1951წწ. იყო მთაწმინდის რაიონის ონკოლოგიური პუნქტის გამგე; 1948–1949წწ. სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1948 წლიდან მუშაობდა კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. იყო წყალტუბოს, საირმის, ლაშიჭალისა და სიმონეთის კურორტთა კონსულტატი. ავტორია 114 სამეცნიერო ნაშრომის. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩონჩხის მუსკულატორის ტონუსის ცვლილებები ტკივილისა და ბალნეოპროცედურების გავლენით", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორგანიზმში მინერალური წყლების ზოგიერთი ელემენტის ცვლის მექანიზმის გამოკვლევა ნეიტრონული აქტივაციის მეთოდით", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.240; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.279 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |