The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ რუხაძე

დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955–1957წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1958–1959წწ. თეთრიწყაროს რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1959–1961წწ. რესპუბლიკის ონკოდისპანსერის ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი; 1961–1968წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლკევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1973წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1988წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგი, რეანიმაციისა და საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი; 1988 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ინტენსიური თერაპია–რეანიმაციის განყოფილების გამგე. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის. ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკისა და სუნთქვის ზოგიერთი მაჩვენებლები ფილტვზე ოპერაციების დროს ზოგადი გაუტკივარებით", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.242

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ანდრო ღვამიჩავას სახელობის პრემია
  • 1993 - ანდრო ღვამიჩავას სახელობის პრემია

გააზიარე: